სამოდელო გაკვეთილები



2018-2019 სასწავლო წელს ჩატარებული სამოდელო გაკვეთილები.


სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლა
სამოდელო გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი
რევაზ ცარციძე
კლასი
VIII
საფეხური
საბაზო
საგანი /ინტეგრირებული საგნები
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ქართული ენა და ლიტერატურა
      სამოდელო
გაკვეთილის ტიპი
ინტეგრირებული
სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინტეგრაცია ქართულ ენასთან და ლიტერატურასთან, რადგან პიროვნების საერთო კულტურასაკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდებაის ქმნის იმ ძირითად ბაზისსრომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი.
              გაკვეთილების დაგეგმვისას , ყოველთვის ვითვალისწინებ ასაკობრივ შესაძლებლობებს, ამიტომ ვცდილობ საგანთა ინტეგრაცია გაკვეთილებზე  მათთვის სახალისო და აუცილებელი გახდეს , აუცილებლია დაინახონ მოსწავლეებმა ინტეგრაციის აუცილებლობა . ამისათვის გაკვეთილის დაგეგმვისას ვცდილობ პარალელურად შევქმნა ისეთი დამატებითი სასწავლო რესურსები, რომელიც  დაეხმარება  სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეებისათვის იყოს  სახალისო  და თან შედეგზე ორიენტირებული .ამავე დროს ასეთი ტიპის გაკვეთილი უნდა იყოს საინტერესო არა მხოლოდ მოსწავლეებისათვის,    არამედ უნდა ეხმარებოდეს დამწყებ  მასწავლებელს , უკეთ დაინახოს რამდენად მნიშვნელოვანია საგაკვეთილო ინტეგრაცია სწავლების პროცესში

შენიშვნა
 გაკვეთილი აგრეთვე ანვითარებს ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ  სემიოტიკურ კომპეტენცია
სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არავერბალური (  სქემისნახატის და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირებისსაკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარიინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის  (მაგსიტყვიერ ტექსტში  გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვისსიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირებისსიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა და ..) უნარი;)
გაკვეთილის თემა 
„ჩვენი წიგნი“
წინარე ცოდნა -  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაში მოსწავლეებმა   სახელმძღვანელოს მე-3-ე თავში შეისწავლეს გაკვეთილები : „წიგნის იტორიიდან“;  „წიგნის ხელოვნება“ სადაც გაეცვნენ  წიგნის შექმნის ისტორიას, მისი უძველესი სახეობებს, მასალებს,წიგნის შემადგენელი ნაწილებს.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეისწავლეს  რევაზ ინანიშვილი მოთხრობა: „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“
დრო
ერთი გაკვეთილი (45 წუთი)
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 12 მოსწავლე,
სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის .
სწავლა-სწავლების პროცესი        (ე. ს . გ)
მოსწავლეს ცნობისმოყვარეობა გაუღვივდეს   წიგნის  მიმართ. ხელოვნებას დაუკავშიროს ქართული ენა და ლიტერატურა , გაუჩნდეს მოტივაცია, საკუთარი წვლილი შეიტანოს  წიგნის შექმნაში.
გაკვეთილის მიზანი
1.      მოსწავლეს განუვითაროთ,  წიგნის ინტერპრეტაციის, მისი გრაფიკული ილუსტრირების უნარ-ჩვევა;
2.      გამოვუმუშაოთ საკუთარი ხელით წიგნის ჯგუფის წევრებთან ერთად შექმნის უნარი
3.      მხატვრული ტექსტის გააზრება, ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება, წაკითხული ტექსტის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი აზრის დასაბუთება.
4.      გამოვუმუშაოთ ჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარები
შედეგი (ე. ს გ)- კავშირი ეროვნულ სასწავლო
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
ს.გ.VIII.1.   მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენს სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ქმნის სტილიზებულ მხატვრულ სახეებს;
ს.გ.VIII.4.   მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს მათი ასახვის გზებს ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გადმოსცემს გრძნობებითა და ემოციებით გამოწვეულ ასოციაციებს, შთაბეჭდილებებს და იდეებს ნამუშევარში;
·           იყენებს სხვა საგნებში განვლილ მასალას ნამუშევრების სიუჟეტისათვის;
·           იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნამუშევრებს, როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად.
ს.გ.VIII.5.  მოსწავლეს  შეუძლია  დაგეგმს  და  შეასრულ  სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
·           განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;
ს.გ.VIII.6.   მოსწავლეს შეუძლია მიმართს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
·           ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);
·           ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო  სიძნელეების გადალახვაში;
·           ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.
 ქართული ენა და ლიტერატურა :
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 5. •       გაიხსენებს და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებს ტექსტში წამოჭრილი პრობლემის თაობაზე გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებს;
•           გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
ქართ. VIII. 8. შეაფასებს მხატვრულ სახეებს და გაიაზრებს მათს როლს ნაწარმოების შესაძლო ინტერპრეტაციაში;
ქართ. VIII. 10. პრობლემური თემის შესახებ თხზავს მხატვრულ ტექსტებს: ჩანახატს, სცენარს როლური თამაშებისათვის, მცირე ზომის მოთხრობას;
·         გამოხატავს და წერილობით აყალიბებს პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებას;

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
ცოდნა  
მოსწავლეებმა იციან წიგნის შექმნის ისტორია, იციან წიგნის შემადგენელი ელემენტები
------------------------------------
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვატექსტში  ასახულ საკვანძო, სადავო საკითხებზე მსჯელობა.
უნარ-ჩვევები
·         ხელოვნების ნაწარმოების ანალიზის უნარი
·         წიგნის ილუსტრაციის შექმნის უნარი
·         თანამშრომლობის უნარი
·         კომუნიკაციის უნარი
·         დისკუსიის და შეჯამების უნარი
·         ტექსტის ანალიზის უნარი
·         წაკითხული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარი
შეფასება
შეფასება: განმსაზღვრელი- განმავითარებელი
სასწავლო მასალა და რესურსები:

სახელმძღვანელო, წებოვანი ფურცლები, საწერი კალამები , კომპიუტერი,სლაიდ - პრეზენტაცია,  პროექტორი, თაბახის ფურცლები, ფერადი ფურცლები, მოთხრობის ნაბეჭდი ტექსტი,  ფლომასტერები, პასტელი, ფერადი ფანქრები, უბრალო ფანქრები, საშლელები, მაკრატლები, წებო. CD დისკზე განთავსებული  სახელმძღვანელოს დამხმარე მასალა.
გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები
ü  ახსნა-განმარტება;
ü  ინტერაქტიული რესურსის გამოყენებით კითხვა-პასუხი;
ü  ჯგუფებში მუშაობა  (პრაქტიკული სამუშაო);
ü  შესრულებული დავალების პრეზენტაცია;
ü  შესრულებული დავალებების შეჯამება-სტრატეგია: „რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ“;
ü  შეფასება: განმსაზღვრელი- განმავითარებელი;
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
მთელი კლასი, ჯგუფური, ინდივიდუალური.





გაკვეთილის მსვლელობა
 ფაზა-გამოწვევა (6წთ)
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1.
ახსნა-განმარტება-
გაკვეთილის თემისმიზნების და შეფასების რუბრიკების გაცნობა

წთ
მთელი კლასი
სახელმძღვანელო, პროექტორი,
კომპიუტერი შეფასების     და თვითშფასების რუბრიკები (დანართი№1) . (დანართი№2) .

2
ინტერაქტიული რესურსის გამოყენებით კითხვა-პასუხი
არსებული ცოდნის გააქტიურება;
3 წთ
მთელი კლასი
კომპიუტერი,სლაიდ - პრეზენტაცია,  პროექტორი, CD დისკზე განთავსებული  სახელმძღვანელოს
მასწავლებლის უკუკავშირი
1. აქტივობა აღწერა გაკვეთილის დასწაყისში მივესალმები კლასს, გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზნებს და შეფასების და თვითშეფასების რუბრიკას.
2. აქტივობა აღწერა არსებული  ცოდნის გააქტიურებისათვის  გამოვიყენებ powerpoint-ის პროგრამაში დამზადებულ  ინტერაქტიულ რესურს;  სლაიდებზე განთავსებულია ილუსტრაციები კითხვები სახვითი ხელოვნებიდან და ქართული ენა და ლიტერატურაში შესწავლილი რევაზ ინანიშვილის მოთხრობიდან „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“  და სავარაუდო პასუხები,  ვუსვავ კითხვებს სლაიდებთან დაკავშირებით:
1. რა ქვია ფოტოზე მოცემულ წიგნს?
‘2. რომელმა წიგნმა მისცა დასაბამი თანამედროვე წიგნს?
3. რა ნაწილებისაგან შედგება წიგნი?
4. წიგნის რომელ ელემენტებს აფორმებს მხატვარი?
5. წიგნის რომელი ელემენტია მოცემულიო ფოტოზე?
6. რა არის განთავსებული მოცემულ ნამუშევარზე?
7. ვინ შემნა პირველი წიგნის საბეჭდი მანქანა ევროპაში?
8. რა მასალას იყენებდნენ წიგნისთვის ქაღალდის გამოგონებამდე?
9.თქვენი აზრით ვეფხისტყაოსნის რომელი ეპიზოდებია დასურათებული აქ წარმოდგენილ ილუსტრაციებზე?
10. რა ფუნქცია აქვს წიგნს დღეს და შეიცვალა თუ არა რამე?
11. რა არის გოლგოთა?
12. რატომ უწოდა  მწერალმა მოთხრობას, თქენი აზრით, „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“?
13. მოიყვანეთ მაგალითები ნაწარმოებიდან, რა მდგომარეობაში აგდებს ტოტალიტარული სახელმწიფო ადამიანს?
კითხვის შემდგომ მოსწავლეთა პასუხების შესაბამისად ვკლიკავ ღილაკს, რის საშუალებითაც მოსწავლეები იგებენ სწორად უპასუხეს თუ არა კითხვას, არსწორი პასუხების შემთხვევაში  სლაიდებზე ნაჩვენებია  არჩული პასუხის შესაბამისი ილუსტრაციები, შემდგომ ღილაკით ვაბრუნებ უკან და კიდევ ვაძლევ საშუალებას მონიშნონ სწორი პასუხი, რის შემდეგაც დავუსვავ მომდევნო კითხვას.
II ფაზა-სიღრმისეული წვდომა (24წთ)
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1.
ჯგუფებში მუშაობა  (პრაქტიკული სამუშაო)
მოსწავლეს განუვითაროთ,  წიგნის ინტერპრეტაციის, მისი გრაფიკული ილუსტრირების უნარ-ჩვევა;
გამოვუმუშაოთ საკუთარი ხელით წიგნის ჯგუფის წევრებთან ერთად შექმნის     უნარი
მხატვრული ტექსტის გააზრებისა და  ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზების უნარი.

24 წთ
ჯგუფები
თაბახის ფურცლები, ფერადი ფურცლები, მოთხრობის ნაბეჭდი ტექსტი, ფლომასტერები, პასტელი, ფერადი ფანქრები, უბრალო ფანქრები, საშლელები, მაკრატლები, წებო.
დაკვირვება
1.აქტივობის აღწერა მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ უკვე ნასწავლი მასალა რა ისწავლეს წიგნის შესახებ და რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ პატარა ბიჭი გოლგოთაზე“ დახატონ ამ ნაწარმოების ილუსტრაციები და საკუთარი ხელით შექმნან პატარა წიგნი .

III ფაზა-რეფლექსია (15წთ)
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1.
შესრულებული დავალების პრეზენტაცია
მოსწავლეებმა წარმოადგინონ შესრულებული დავალების პრეზენტაცია, შეძლონ  წაკითხული ტექსტის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი აზრის დასაბუთება.
3x3=9წთ
 ჯგუფის პრეზენტატორები
მოსწავლეების მიერ შექმნილი წიგნი
დაკვირვების საფუძველზე განმავითარებელი შეფასება
2
შესრულებული დავალებების შეჯამება-სტრატეგია: „რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ“
მოსწავლეებმა გააკეთონ დასკვნები შესწავლილ საკითხებთან დაკავშირებით.
3 წთ
მთელი კლასი, ინდივიდუალური
წებოვანი ფურცლები, საწერი კალამები
მასწავლებლის და მოსწავლის უკუკავშირი
3.
შეფასება: განმსაზღვრელი- განმავითარებელი
მოსწავლეთა შეფასება და მოსწავლეების მიერ თვითშეფასებისა და ჯგუფების შეფასების სქემების შევსება.
3 წთ
მთელი კლასი
პროექტორი,
კომპიუტერი შეფასების და თვითშფასების რუბრიკები (დანართი№1) . (დანართი№2)
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება მოსწავლის უკუკავშირი
1.აქტივობის აღწერა ჯგუფები  მოკლედ და ლაკონურად ახდენენ შესრულებული დავალების პრეზენტირებას (წარმოადგენენ საკუთარი ხელით შექმნილ წიგნს) ყველა ჯგუფს ეძლევა 3  წთ
2. .აქტივობის აღწერა თითოეულ ჯგუფს ეძლევა საშუალება , კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავიანთი მოსაზრებები  და შეაჯამონ  რა მნიშვნელოვანი საკითხები გამოყვეს მოთხრობიდან, რომლის შესახებაც შექმნეს ილუსტრაციები.
სტრატეგია: „რა დამამახსოვრდება კლასის დატოვების შემდეგ“ - მოსწავლეებს ვურიგებ მცირე ზომის წებოვან ფურცლებს და ვავალებ მათ რომ,  დაწერონ თავიანთი სახელი და გვარი, შემდეგ კი ერთი მომცრო აბზაცის მეშვეობით, მწყობრად მართლწერის ნორმების დაცვით, ჩამოაყალიბონ თავიანთი აზრი, გამოხმაურება იმის შესახებ თუ რა ასწავლა და გააგებინა მათ ამ კონკრეტულმა გაკვეთილმა, რა დაამახსოვრდებათ მას შემდეგ რაც საკლასო ოთახს დატოვებენ.
3. .აქტივობის აღწერა  მოსწავლეებს  ვაძლევ  განმავითარებელ უკუკავშირსშეფასების  რუბრიკების საფუძველზე( იხ.დანართი№1) აფასებ განმსაზღვრელი შეფასებითშემდეგ მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების  და ჯგუფის შეფასების  სქემებს( იხ.დანართი№2).

შეფასება:  
(მოსწავლის შეფასების რუბრიკები, თვითშეფასების და ურთიერთშეფასების სქემა თან ერთვის გეგმას)
 განმავითარებელი-სიტყვიერი კომენტარით; 
განმსაზღვრელი შეფასება შეფასების რუბრიკების გამოყენებით.


(დანართი№1)    
შეფასების რუბრიკები


მოსწავლის ინდივიდუალური შეფასება  ( 10 ქულიანი რუბრიკა)             VIII კლასი 

კრიტერიუმები
მაქსიმალური ქულა-10
1.     მოსწავლეს აქვს  წიგნის ინტერპრეტაციის, მისი გრაფიკული ილუსტრირების უნარ-ჩვევა;
2
  1. მოსწავლეს ახსოვს ნასწავლი მასალა, წინარე ცოდნა გაკვეთილზე   შესამჩნევია
1
3.    გაკვეთილზე მოსწავლე აქტიურად არის ჩართული გაკვეთილის პროცესში. აქვს  საპრეზენტაციო უნარები.
2
4.    ფლობს საკომუნიკაციო უნარებს , მუშაობის პროცესში ჩანს მისი კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნება ;
1
5.    მოსწავლეს შეუძლია საგნების ინტეგრაცია, იგრძნობა როგორ ახდენს  ხელოვნებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრაციას .
2
6.    აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესშიჯგუფებში  მუშაობის უნარებს ფლობს, ჯგუფის წევრებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას , მათთან ერთად ასრულებს დავალებას .
2


ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
კრიტერიუმი
ძალიან კარგი 10-9
საშუალო  8-7
საშუალო 6-5
დაბალი 4-1
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის  ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს  შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო



(დანართი№2)
ჯგუფი N .......   შეფასება        
     დავალება
ვერ შეასრულეს
გაუჭირდათ შესრულება 
კარგად შეასრულეს
1.    წიგნის  შექმნა



2.    პრეზენტაციის წარდეგენა



3.    კითხვებზე პასუხის გაცემა





რეკომენდაცია ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------

ჯგუფი  შეაფასეს            1. ------------------   2. --------------      3. ------------------  





                                                                                   მოსწავლის თვითშეფასების სქემა
        გვარი და სახელი:        
-------------------------      ----------------------
კრიტერიუმები
დიახ
ნაწილობრივ
არა
  მაქვს  წიგნის ინტერპრეტაციის, მისი გრაფიკული ილუსტრირების უნარ-ჩვევა;



ახსოვს ნასწავლი მასალა;



გაკვეთილზე აქტიურად  ვარ ჩართული გაკვეთილის პროცესში. მაქვს საპრეზენტაციო უნარები.



ვფლობ საკომუნიკაციო უნარებს ,შემიძლია  კომუნიკაცია  და თანამშრომლობა თანაკლასელებთან და მოსწავლეებთან.



შემიძლია საგნების ინტეგრაცია, ვახდენს  ხელოვნებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრაციას .



აქტიურად ვარ  ჩართული სამუშაო პროცესშიჯგუფში მუშაობის უნარებს ფლობ. ჯგუფის წევრებს  უზიარებ საკუთარ გამოცდილებას , მათთან ერთად ასრულებ დავალებას .





სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
ჩატარების თარიღი: 20.04.2018
მასწავლებელი: რევაზ ცარციძე
კლასი: მერვე
ტიპი: ინტეგრირებული გაკვეთილი
საგანი / ინტეგრირებული საგნებისახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ქართული ენა და ლიტერატურა
თემა: ჩვენი წიგნი
დრო: 45 წთ.
1.               რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება განაპირობა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში შესწავლილმა თემემამ, კერძოდ: „ჩვენი წიგნი“, რომლის მიზანია-მოსწავლეს განუვითაროს,  წიგნის ინტერპრეტაციის, მისი გრაფიკული ილუსტრირების უნარ-ჩვევა;  გამომდინარე აქედან, შევარჩიეთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“, რომელსაც მერვე კლასის მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მოსწავლეებს შუძლიათ მხატვრული ტექსტის გააზრება, ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება, წაკითხული ტექსტის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი აზრის დასაბუთება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ლოგიკურია ხელოვნებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირება. გარდა ამისა, გაკვეთილების დაგეგმვისას , ყოველთვის ვითვალისწინებ ასაკობრივ შესაძლებლობებს, ამიტომ ვცდილობ საგანთა ინტეგრაცია გაკვეთილებზე  მათთვის სახალისო და აუცილებელი გახდეს. 
2.               რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე  კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
ამ გაკვეთილით  მოსწავლეებმა შეძლეს  არსებული ცოდნის გააქტიურება; გაიხსენეს  წიგნის შესახებ შესწავლილი თემები ხელოვნებაში და ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესწავლილი მოთხრობა: რევაზ ინანიშვილის „ პატარა ბიჭი გოლგოთაზე“ , იმუშავეს პრაქტიკულად და საკუთარი ინტერპრეტაციით ჯგუფებში დაასურათეს მოთხრობა და  შექმნეს წიგნები. წარადგინეს კლასის წინაშე, რის შედეგადაც განუვითარდათ შემდეგი უნარები:
v  სემიოტიკური კომპეტენცია
v  კომუნიკაცია
v  მხატვრული ნაწარმოების ანალიზი
v  არგუმენტირებული მსჯელობა და დაკვირვების  უნარი
v  პასუხისმგებლობა
v  პრეზენტაცია
v  თვითშეფასება, ურთიერთშეფასება
ვფიქრობ, ჩემი კოლეგებისთვის საინტერესო იყო:
    გაკვეთილზე ჩემ მიერ - სწორად დაგეგმილი ესგ-ესთან შესაბამისობაში მყოფი მიზანი, სწორად შერჩეული სწავლების სტრატეგიები, მიზანთან შესაბამისი მრავალფეროვანი რესურსები, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, კოლეგებს უჩვენებს იმ გზას, როგორ შეიძლება შევქმნათ სასწავლო რესურსები და ისევ ამ მაასალაზე დაყრდნობით ვამუშაოთ მოსწავლეები ჯგუფურად და გავუაქტიუროთ წინარე ცოდნა .  გაკვეთილი ატარებდა გამოყენებით პრაქტიკულ ხასიათს, როგორც დიდაქტიკური, ასევე საგნობრივი კომპეტენციის.
3.               იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?
მიმაჩნია რომ, მივაღწიე გაკვეთილის მიზანს, ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო:
2.      გამოვუმუშაოთ საკუთარი ხელით წიგნის ჯგუფის წევრებთან ერთად შექმნის უნარი
3.      მხატვრული ტექსტის გააზრება, ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება, წაკითხული ტექსტის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი აზრის დასაბუთება.
4.       გამოვუმუშაოთ ჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარები
გაკვეთილის მიზანი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ეტაპობრივად განხორციელდა: powerpoint-ის პროგრამაში დამზადებულ  რესურსის გამოყენებით კითხვა-პასუხისას  გავაქტიურე  არსებული ცოდნა,  ჯგუფური მუშაობისას წიგნზე განივითარეს: წიგნის ინტერპრეტაციის, მისი გრაფიკული ილუსტრირების უნარ-ჩვევა; გამოუმუშავდათ საკუთარი ხელით წიგნის ჯგუფის წევრებთან ერთად შექმნის უნარი; მხატვრული ტექსტის გააზრების, ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზების, წაკითხული ტექსტის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის, საკუთარი აზრის დასაბუთების უნარები. თავიანთი ხელით  შექმნილი წიგნის წარდგენის დროს განივითარეს საპრეზენტაციო უნარები. მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები შესწავლილ საკითხებთან დაკავშირებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია რომ მივაღწიეთ გაკვეთილის მიზანს და გავედით ინტეგრირებული საგნების შედეგებზე:
შედეგი (ე. ს გ) - კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
..VIII.1.             მოსწავლე შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენ სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას. 
ქმნის სტილიზებულ მხატვრულ სახეებს;
..VIII.4.             მოსწავლე აცნობიერებს სამყაროსროგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს მათი ასახვის გზებს ნამუშევარში.
გადმოსცემს გრძნობებითა და ემოციებით გამოწვეულ ასოციაციებსშთაბეჭდილებებს და იდეებს ნამუშევარში;
იყენებს სხვა საგნებში განვლილ მასალას ნამუშევრების სიუჟეტისათვის;
იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნამუშევრებსროგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად.
..VIII.5.  მოსწავლე  შეუძლია  დაგეგმ  და  შეასრულ  სხვადასხვა სახის სამუშაო.
კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
განსაზღვრავს იმ მოქმედებებსრომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;
..VIII.6.             მოსწავლე შეუძლია მიმართ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);
ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო  სიძნელეების გადალახვაში;
ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.
 ქართული ენა და ლიტერატურა :
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 5. •   გაიხსენებს და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებს ტექსტში წამოჭრილი პრობლემის თაობაზე გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებს;
•             გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
ქართ. VIII. 8. შეაფასებს მხატვრულ სახეებს და გაიაზრებს მათს როლს ნაწარმოების შესაძლო ინტერპრეტაციაში;
ქართ. VIII. 10. პრობლემური თემის შესახებ თხზავს მხატვრულ ტექსტებსჩანახატსსცენარს როლური თამაშებისათვისმცირე ზომის მოთხრობას;
გამოხატავს და წერილობით აყალიბებს პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებას;

4.               რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?
გაკვეთილის დასრულების შემდეგ  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩემს მიერ დაგეგმილი სამოდელო გაკვეთილი იყო საინტერესო არა მხოლოდ ჩემი მოსწავლეებისათვის , არამედ დამსწრე კოლეგებისთვისაც, ამას ადასტურებს გაკვეთილის ბოლოს ჩვენი საუბარი იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გაკვეთილების ჩატარება სკოლაში. ჩატარებულმა  გაკვეთილმა  დამანახა, რომ: მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართული აქტივობებში, შექმნეს მოთხრობის ილუსტრაციები და განივითარეს საკუთარი ხელით ჯგუფთან ერთად წიგნის ინტერპრეტაციის უნარი; გაეზარდათ ორივე საგნის მიმართ ინტერესი;   გამიჩნდა მოტივაცია ხშირად დავგეგმო და ჩავატარო მსგავსი ტიპის გაკვეთილები. გაკვეთილი დაგვეხმარება მე და ჩემ კოლეგებს  მომავალში გავითვალისწინოთ მიღებული გამოცდილება   და გავიუმჯობესოთ პედაგოგიური პრაქტიკა. ჩემი  თვითშეფასება და საკუთარი პროფესიული ციკლის რეფლექსია, უწყვეტ და ინტესიურ მიდგომას საჭიროებს, რომლის საბოლოო მიზანი მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაა.  სწორედ ამიტომაც ფიქრი ჩემ პროფესიულ განვითარებაზე  ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის ნაწილია, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეზე და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე სკოლაში.
5.               სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეებს განავითარებს/პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?
ამ გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. ხალისით იყვნენ ჩართული  მრავალფეროვან აქტივობებში, მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება,   აუმაღლდათ თვითშეფასება. საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნეს წიგნები, რითაც განივითარეს შემოქმედებითი უნარები.
6.               რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორცილდა და რატომ?
გაკვეთილის ყველა აქტივობა დროში მქონდა გაწერილი, ვიცოდი, რომ დროის ლიმიტთან შესაძლებელი იყო შემქმნოდა მცირე პრობლემა, ეს გამოიკვეთა კიდეც საგაკვეთილო პროცესში, მიუხედავად იმისა რომ ყველა ჩვენი აქტივობა განვახორციელეთ , ჯგუფური მუშაობა  ოდნავ დაჩქარებული ტემპით  წარიმართა, რადგან დრო, რომელიც  მქონდა  გათვლილი მისი  განხორციელებისათვის, აღმოჩნდა ცოტა.  გაჩნდა  სერიოზული  საფრთხე, რომ ვერ ჩავეტეოდი  ლიმიტში.    უმჯობესი იყო   შედარებით მეტი დრო  გამომეყო , მართალია მოსწავლეებმა შეძლეს   შესრულებინათ დავალება, მაგრამ ვფიქრობ, უმჯობესი იყო მეტი დრო ქონოდათ საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად.
7.               რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მიმაჩნია რომ, გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო სიღრმისული წვდომის ფაზაზე, მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებად (მიუხედავად იმისა, რომ ეს აქტივობა  ცოტა დაჩქარებული ტემპით წარიმართა)  , მოსწავლეები იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები, თვითდაჯერებულები  და  მოტივირებულები, აღიჭურვენ პასუხისმგებლობის გრძნობით, რადგან თვითონ ქმნიდნენ საკუთარი ინტერპრეტაციით წიგნებს და აკეთებდნენ პრეზენტაციას თვაიანთი ხელით შექმნილი რესურსებისას.
მთლიანობაში გაკვთილისათვის უმნიშვნელოვანესი იყო ის, რომ იგი სცილდებოდა სასწავლო პროგრამას და გათვლილი იყო  ინტეგრირებული საგნების  ცოდნის ეფექტურად გამოყენებაზე , ასევე გამჭოლი კომპეტენციის (სემიოტიკური კომპეტენცია) განვითარებაზე .  ჩემ მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა,  საწყისის იღებდა გაკვეთილის მიზნიდან, ესგ-დან, რომელიც გვაძლევს საშუალებას საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენოთ ალტერნატიული მეთოდები , კერძოდ :
v  ვიზუალიზაცია
v  გონებრივი იერიში
v  ინდუქცია
v  დედუქცია
v  ჯგუფური მუშაობა
v  პრეზენტაცია
v  კითხვა-პასუხი
v  თვითშეფასება
  ვფიქრობ, მრავალფეროვანი მეთოდების არსებობამ, ხელი შეუწყო მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ შესწავლილი  მასალა, ისინი  ხალისით იყვნენ ჩართული აქტივობებში,  რითაც გაეზარდათ მოტივაცია ორივე ინტეგრირებული საგნის მიმართ, იგრძნობოდა  უკუკავშირი.
8.               რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
1.აქტივობისთვის გამოყოფილი დრო-ჯგუფური მუშაობისთვის გამოყოფილი დრო არ აღმოჩნდა საკმარისი. შევეცდები უფრო ეფექტურად გავანაწილო აქტივობების დრო - ჯგუფური მუშაობისთვის გამოვყოფ მეტი დროს, რითაც თავიდან ავიცილებ აქტივობის დაჩქარებული ტემპით განხორციელებას.
9.     რას გავითავლისწინებ მომავალში გაკვეთილის მომზადებისას?
მომავალში  მეტი ყურადღებით მივუდგები აქტივობებს შორის დროის განაწილების საკითხს  ( თუმცაღა, ვთვლი, რომ გაკვეთილი ცოცხალი პროცესია და მიუხედავად, ყველა- რისკ-ფაქტორის გათვალისწინებისა, მაინც შეიძლება წარმოიშვას დამაბრკოლებელი ფაქტორები). გავითვალისწინებ გაკვეთილზე მიღებულ გამოცდილებას, შევეცდები უფრო ზუსტად გავთვალო აქტივობების დრო.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი: რევაზ ცარციძე
თარიღი: 23/04/2018 წელი

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლა
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი
რევაზ ცარციძე
საგანი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
საფეხური/ კლასი
საბაზო/VIII
თემა

პლაკატი აქტუალურ თემაზე   -  ( პლაკატის თემა-ძალადობა ბავშვებზე)
გაკვეთილის ტიპი
Ø  პრობლემაზე ორიენტირებული

მოდელირების მიზანი/მეთოდური სიახლე

·         პრობლემური ტიპის გაკვეთილით სწავლების ეფექტური სტარატეგიების მრავალფეროვნების წარმოჩენა.

შენიშვნა
გაკვეთილი აგრეთვე ანვითარებს ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციას, რაც   გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაშიინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებასროგორებიცააკონსტრუქციული თანამშრომლობაპრობლემების მოგვარებაკრიტიკული დაშემოქმედებითი აზროვნებაგადაწყვეტილების მიღებაშემწყნარებლობასხვისი უფლებების პატივისცემადემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
აქტუალობა
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს რა საფრთხე შეიძლება მოყვეს ძალადობას, როგორ უნდა დაიცვას თავი მოძალადისაგან? რა როლო აკისრია ძალადობის პრევენციაში საზოგადოებას.
სასწავლო საკითხები
პრობლემის გამოვლენა გააზრება, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
დრო    
45 წთ
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 12 მოსწავლე.    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე  კლასში არ არის.
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ უნდა შეძლოს
·         მოსწავლეს გამოვუმუშაოთ გრაფიკული პლაკატის შექმნის უნარი;
·         გავუღრმავოთ თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარი;
·         პრებლემის გამოვლენა-გააზრების უნარი;
·         პრობლემის გადაჭრის  გზების ძიების და დასკვნების გამოტანის უნარი.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლემ უნდა შეძლოს:
 ძალადობის შესახებ ვიდეოდან ბავშვთა ძალადობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება-გააზრება პრობლემის შესახებ მსჯელობა, დასკვნების გამოტანა,  ძალადობის პრევენციის მიზნით გრაფიკული პლაკატის დამზადება  და პრეზენტაცია.
შედეგები (ე.ს. გ)- კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან











..VIII.1.        მოსწავლე შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენ სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
·           ქმნის დეკორატიულ ნამუშევარს გრაფიკული ხერხებით (მაგ. კონტურით, ხაზით, შტრიხით);
ს.გ.VIII.4.   იყენებს სხვა საგნებში განვლილ მასალას ნამუშევრების სიუჟეტისათვის;
·           იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნამუშევრებს, როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად.
..VIII.5.  მოსწავლე  შეუძლია  დაგეგმ  და  შეასრულ  სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
·           კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
·           განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;

..VIII.6.        მოსწავლე შეუძლია მიმართ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
·           ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
·           ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);
·           ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო  სიძნელეების გადალახვაში;
·           ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
 ცოდნა
·         რა არის პლაკატი და რა ფუნქცია აქვს მას;
·         პლაკატის ტიპები;
·         პლაკატის შექმნის ისტორია;
უნარ-ჩვევებ
·         მოსწავლეებმა იციან გრაფიკული რესურსების დამზადება
·         მხატვრული ნაწარმოების ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობა და დაკვირვების უნარი
·         უკვე შესწავლილი მასალის  და შესასწავლი   მასალის შესახებ მსჯელობა, ხელოვნების ნიმუშებს  შორის შედარების გაკეთება , ცოდნის გადმოცემა  და გაანალიზება ილუსტრაციების და თვალსაჩინოებების დახმარებით
·         თანამშრომლობის, პრეზენტაციის,კომუნიკაციის, გაკვეთილზე  დისკუსიაში მონაწილეობის უნარი;
გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები
ü  ახსნა-განმარტება-საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
ü  ინტერაქტიული რესურსის გამოყენებით კითხვა-პასუხი;
ü  იმფორმაციის გაცნობა-ვიდეო (ფარული კამერა- მოზარდის ჩაგვრა);
ü  კითხვა-პასუხი;
ü  ჯგუფური მუშაობა (პრაქტიკული სამუშაო);
ü  შესრულებული პლაკატების პრეზენტაცია;
ü  შესრულებული დავალებების შეჯამება: სინთეზური მეთოდი;
ü  შეფასება: განმსაზღვრელი- განმავითარებელი;
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
მთელი კლასი, ჯგუფური, ინდივიდუალური.
შეფასება და თვითშეფასება
განმავითარებელი და განმსაზღვრელი, თვითშეფასება.
·         მოსწავლეთა ინდივიდუალური შეფასებისათვის და თვითშფასებისათვის შექმნილი რუბრიკა ;
·         ჯგუფური მუშაობის შეფასება შეფასების და თვითშეფასების რუბრიკის გამოყენებით;
·         განმავითარებელი შეფასება მთელი გაკვეთილის მანძილზე.
სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო,   პროექტორი,კომპიუტერიpower point-ში დამზადებული ინტერატიული პრეზენტაცია, მარკერები ფორმატისხვა და სხვა სახატავი მასალა,თაბახის ფურცლები, საწერი კალმებიშეფასებისთითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკები (იხ.დანართი №1,№2,3,№4,).
ფარული კამერა მოზარდის შევიწროება ჩაგვრაhttps://www.youtube.com/watch?v=VsGQTwFvdvI
გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს     მ ს ვ ლ ე ლ ო ბ ა

    ფაზა-გამოწვევა (6 წთ)
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1
ახსნა-განმარტება
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
გაკვეთილის თემისმიზნების და შეფასების რუბრიკების გაცნობა- მოსწავლეთა მობილიზება საგაკვეთილო პროცესისთვის.

წთ
მთელი კლასი
პროექტორი,კომპიუტერი, power point-ში დამზადებული ინტერაქტიული პრეზენტაცია, შეფასების, თითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკები. დანართი1,№2, №3.№4.

2
ინტერაქტიული რესურსის გამოყენებით კითხვა-პასუხი
არსებული ცოდნის გააქტიურება; ვიზუალური მასალის დახმარებით  სხვა და სხვა სოციალურ თემაზე შექმნილი პლაკატებიდან მთავარი მახასიათებელი ნიშნების გამოყოფა.
3წთ
მთელი კლასი
პროექტორი,კომპიუტერი, power point-ში დამზადებული ინტერაქტიული პრეზენტაცია, CD დისკზე განთავსებული  სახელმძღვანელოს დამხმარე მასალა.
მასწავლებლის  უკუკავშირი
1.აქტივობის აღწერა გაკვეთილის დასწაყისში მივესალმები კლასს, გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზნებს, შეფასების და თვითშეფასების რუბრიკას.
2.აქტივობის აღწერა არსებული  ცოდნის გააქტიურებისათვის  მოსწავლეებს ვეკითხები თან ვუჩენებ power point-ში დამზადებული ინტერაქტიურ პრეზენტაციას
1. რა არის პლაკატი?
2. რა დანიშნულების პლაკატები არსებობს?
3. რა ფუნქცია აქვს პლაკატს?
4. დააკვირდი წარმოდგენილ პლაკატს, რა არის გამოსახული მასზე? (ვაჩვენებ პლაკატებს სხვა და სხვა აქტუალურ თემაზე და ვამსჯელებ მოსწავლეებს.)
5. რა იცით ძალადობის  შესახებ?
6. რამდენად კომპლექსურია ბავშვთა მიმართ ძალადობა?

 II ფაზა-სიღრმისეული წვდომა  (27 წთ)
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1
იმფორმაციის გაცნობა
მოსწავლეებს გავაცნოთ ვიდეო (ფარული კამერა- მოზარდის ჩაგვრა), ავუმაღლოთ საზოგადოებრივი  ცნობიერება და პრობლემის გამოვლენის უნარი.  
წთ
მთელი კლასი
პროექტორი,კომპიუტერი, ფარული კამერა მოზარდის შევიწროება ჩაგვრა: https://www.youtube.com/watch?v=VsGQTwFvdvI


2
კითხვა-პასუხი
მოსწავლემ უპასუხოს კითხვებს ვიდეოდან მიიღებული ინფორმაციის შესახებ; შეძლოს პრობლემის გამოვლენა და გადაჭრის გზებზე  მსჯელობა.
3წთ
მთელი კლასი

მასწავლებლის  უკუკავშირი
3
ჯგუფური მუშაობა (პრაქტიკული სამუშაო)
მოსწავლეს გამოვუმუშაოთ გრაფიკული პლაკატის შექმნის უნარი, პრობლემის გადაჭრის უნარი,
გავუღრმავოთ თანამშრომლობის უნარი
20  წთ
ჯგუფები
მარკერები ფორმატი, სხვა და სხვა სახატავი მასალა.
დაკვირვება
  1..აქტივობის აღწერა მოსწავლეებს ვაჩვენებ ფარული კამერას- მოზარდის ჩაგვრა-ვიდეოს, თან ვუხსნი რომ , გაამახვილონ   ყურადღბა, რადგან შემდეგი აქტივობისას მოუწევთ ამ ვიდეოდან მიღებული ინფორმაციის კითხვებზე პასუხების გაცემა.
2 ..აქტივობის აღწერა- მოსწავლეებს ვუსვავ კითხვებს ფარული კამერის ვიდეოს შესახებ:
1.    რის შესახებ არის გადაღებული ვიდეო?
2.    რა მიზანს ისახავს ვიდეო?
3.    რის ჩვენება უნდოდათ ამით ავტორებს?
4.    რა არის საჭირო იმისთვის რომ მოგვარდეს ძალადობის პრობლემა?

3.აქტივობის აღწერა მოსწავლეებს ვთხოვ მოიფიქრონ ჯგუფურად, დაამზადობ პლაკატი, რომელითაც მოახდენენ პრობლემის  გადაჭრის გზების დემონსტრირებას. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში და ქმნიან პლაკატს ძალადობის პრევენციისათის

III ფაზა-რეფლექსია (12 წთ)
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსები
შეფასება
1
შესრულებული პლაკატების პრეზენტაცია
პრობლემის გადაჭრის გზების დემონსტრირება, პლაკატის პრეზენტაცია.
2x3=6 წთ
პრეზენტატორები
მოსწავლეების მიერ შექმნილი პლაკატები
დაკვირვების საფუძველზე განმავითარებელი შეფასება
2
შესრულებული დავალებების შეჯამება : სინთეზური მეთოდი.
პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობა, დასკვნების გამოტანა.
3 წთ
ინდივიდუალური

მასწავლებლის  და მოსწავლეების უკუკავშირი
3
შეფასება: განმსაზღვრელი- განმავითარებელი
მოსწავლეთა შეფასება და მოსწავლეების მიერ თვითშეფასებისადა ჯგუფის შეფასების სქემების შევსება.
წთ
ინდივიდუალური, ჯგუფები
შეფასების, თითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკა .დანართი №1/ . .დანართი №2/ დანართი №3/ დანართი №4.
განმავითარებელი  და განმსაზღვრელი შეფასება, მოსწავლეთა უკუკავშირი.

1.აქტივობის აღწერა მოსწავლეები წარადგენენ პლაკატების პრეზენტაცია .
2.აქტივობის აღწერა თითოეულ ჯგუფს ეძლევა საშუალება , კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავიანთი მოსაზრებები  მოსწავლეები მსჯელობენ თავიანთი შესრულებული პლაკატების შესახებაჯამებენ , აკეთებენ დასკვნებს თუ რა არის უმჯობესი ბავშვთა ძალადობის პრევენციისათვის.
სინთეზის მეთოდი: ფრონტალური პასუხების მეთოდით იდეების გენერირებით მოსწავლეები ასახელებენ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს,  კონკრეტულ გზებს თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა. მოკლედ და ლაკონურად ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებას , რომელსაც მიყავს მოსწავლეები ლოგიკურ დასკვნამდე- საზოგადოების ყველა წევრი ვალდებულია წინ აღუდგეს, ხმა აიმაღლოს ძალადობის წინააღმდეგ, რაც საუკეთესო გზა იქნება ძალადობის აღსაკვეთად.
3. აქტივობის აღწერა-მოსწავლეებს  ვაძლევ  განმავითარებელ შფასებასშეფასების  რუბრიკების საფუძველზეიხ.დანართი1,2ვაფასებ განმსაზღვრელი შეფასებითშემდეგ მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების  და ჯგუფის შეფასების  სქემებსიხ.დანართი3, №4).



შეფასება:  (მოსწავლის შეფასების რუბრიკები , თვითშეფასების და ურთიერთშეფასეების სქემა თან ერთვის გეგმას)
 განმავითარებელი-სიტყვიერი კომენტარით; 
განმსაზღვრელი შეფასება შეფასების რუბრიკების გამოყენებით.

დანართი №1

შეფასების რუბრიკები
მოსწავლის ინდივიდუალური შეფასება  ( 10 ქულიანი რუბრიკა)

კრიტერიუმები
მაქსიმალური ქულა-10
1
  აქვს გრაფიკული პლაკატის შექმნის უნარი და პრეზენტაციის უნარი
2
2
ფლობს საკომუნიკაციო უნარებს , მუშაობის პროცესში ჩანს მისი კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნება .
2
3
შეუძლია  ძალადობის შესახებ ვიდეოდან მასალიდან  მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება-გააზრება.
2
4
აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესშიჯგუფური მუშაობის უნარებს ფლობს.
2
5
აქვს პრობლემის გააზრების , გადაჭრის გზების ძიების  და დასკვნების გამოტანის  უნარი.
2







ჯგუფური მუშაობის რუბრიკა             დანართი №2
          
კრიტერიუმი
ძალიან კარგი 10-9
საშუალო  8-7
საშუალო 6-5
დაბალი 4-1
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის  ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს  შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო




დანართი №3

ჯგუფი N .......   შეფასება        
     დავალება
ვერ შეასრულეს
გაუჭირდათ შესრულება
კარგად შეასრულეს
1.    პლაკატის შექმნა



2.    პლაკატის პრეზენტაცია




რეკომენდაცია ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


ჯგუფი შეაფასეს            1. ------------------   2. --------------








დანართი №4

მოსწავლის თვითშეფასების სქემა
        გვარი და სახელი:   
-------------------------      ----------------------
კრიტერიუმები
დიახ
ნაწილობრივ
არა
  მაქვს გრაფიკული პლაკატის შექმნის უნარი  და პრეზენტაციის უნარი



ვფლობ საკომუნიკაციო უნარებს , მუშაობის პროცესში შემიძლია კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნება .



შემიძლია  ძალადობის შესახებ ვიდეო მასალიდან  მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება-გააზრება.



აქტიურად ვარ ჩართული სამუშაო პროცესშიჯგუფური მუშაობის უნარებს ფლობ.



მაქვს პრობლემის გააზრების  , გადაჭრის გზების ძიების და დასკვნების გამოტანის უნარი.




სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
ჩატარების თარიღი: 27.04.2018
მასწავლებელი: რევაზ ცარციძე
კლასი: მერვე
ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
საგანი : სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
თემა: პლაკატი აქტუალურ თემაზე   -  ( პლაკატის თემა-ძალადობა ბავშვებზე)
დრო: 45 წთ.
1.     რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარება განაპირობა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში შესწავლილმა თემამ, კერძოდ: პლაკატი აქტუალურ თემაზე   -  რომლისათვისაც შევარჩიეთ  ძალიან მტკივნეული პრობლემა: ძალადობა ბავშვებზე, თემა მეტად აქტუალურია, რადგან უამრავი ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი, მოსწავლემ ამ ასაკში უნდა გააცნობიეროს რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს ძალადობას, რა როლი ეკისრება საზოგადოებას , როგორ შეიძლება აღვუდგეთ წინ მოძალადეს, რა შეიძლება გაკეთდეს ძალადობის  პრევენციისთვის.
2.     რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე  კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
ამ გაკვეთილით  მოსწავლეებმა შეძლეს  არსებული ცოდნის გააქტიურება; გაიხსენეს  პლაკატის შესახებ შესწავლილი თემები ხელოვნებაში  ,  იმსჯელეს პრობლემის შესახებ, შეძლეს დასკვნების გამოტანა , იმუშავეს პრაქტიკულად და საკუთარი ინტერპრეტაციით ჯგუფებში შექმნეს პლაკატები ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ. წარადგინეს კლასის წინაშე, რის შედეგადაც განუვითარდათ შემდეგი უნარები:
v     სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია
v     კომუნიკაცია
v     მხატვრული ნაწარმოების ანალიზი
v     არგუმენტირებული მსჯელობა და დაკვირვების  უნარი
v     პასუხისმგებლობა
v     პრობლემის გამოვლენისა და გადაჭრის უნარი
v     პრეზენტაცია
v     თვითშეფასება, ურთიერთშეფასება
ვფიქრობ, ჩემი კოლეგებისთვის საინტერესო იყო:
    გაკვეთილზე ჩემ მიერ - სწორად დაგეგმილი ესგ-ესთან შესაბამისობაში მყოფი მიზანი, სწორად შერჩეული სწავლების სტრატეგიები, მიზანთან შესაბამისი მრავალფეროვანი რესურსები, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, კოლეგებს უჩვენებს იმ გზას, როგორ შეიძლება შევქმნათ სასწავლო რესურსები და ისევ ამ მასალაზე დაყრდნობით ვამუშაოთ მოსწავლეები ჯგუფურად და გავუაქტიუროთ წინარე ცოდნა .  გაკვეთილი ატარებდა გამოყენებით პრაქტიკულ ხასიათს, როგორც დიდაქტიკური, ასევე საგნობრივი კომპეტენციის.
3.     იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?
მიმაჩნია რომ, მივაღწიე გაკვეთილის მიზანს, ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო:
· მოსწავლეს გამოვუმუშაოთ გრაფიკული პლაკატის შექმნის უნარი;
· გავუღრმავოთ თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარი;
· პრობლემის გამოვლენა-გააზრების უნარი;
· პრობლემის გადაჭრის  გზების ძიების და დასკვნების გამოტანის უნარი.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლემ უნდა შეძლოს:  ძალადობის შესახებ ვიდეოდან ბავშვთა ძალადობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება-გააზრება პრობლემის შესახებ მსჯელობა, დასკვნების გამოტანა,  ძალადობის პრევენციის მიზნით გრაფიკული პლაკატის დამზადება  და პრეზენტაცია.
გაკვეთილის მიზანი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ეტაპობრივად განხორციელდა: powerpoint-ის პროგრამაში დამზადებულ  რესურსის  გამოყენებით კითხვა-პასუხისას და ფარული კამერის ვიდეოს ჩვენებით  გავაქტიურე  არსებული ცოდნისა და პრებლემის გამოვლენა-გააზრების უნარი;  ჯგუფური მუშაობისას პლაკატზე განივითარეს: თანამშრომლობისა და  პრობლემის გადაჭრის  გზების ძიების უნარი; თავიანთი ხელით  შექმნილი პლაკატების წარდგენის დროს განივითარეს საპრეზენტაციო უნარები. შეჯამებისას მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია რომ, მივაღწიეთ გაკვეთილის მიზანს და გავედით  საგნის შედეგებზე:
შედეგი (ე. ს გ) - კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
..VIII.1. მოსწავლე შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენ სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
·  ქმნის დეკორატიულ ნამუშევარს გრაფიკული ხერხებით (მაგ. კონტურით, ხაზით, შტრიხით);
ს.გ.VIII.4. იყენებს სხვა საგნებში განვლილ მასალას ნამუშევრების სიუჟეტისათვის;
·  იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნამუშევრებს, როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად.
..VIII.5.  მოსწავლე  შეუძლია  დაგეგმ  და  შეასრულ  სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
·  კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
·  განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;
..VIII.6. მოსწავლე შეუძლია მიმართ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
·  ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
·  ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);
·  ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო  სიძნელეების გადალახვაში;
·  ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.
4.     რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?
გაკვეთილის დასრულების შემდეგ  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩემს მიერ დაგეგმილი სამოდელო გაკვეთილი იყო საინტერესო არა მხოლოდ ჩემი მოსწავლეებისათვის , არამედ დამსწრე კოლეგებისთვისაც, ამას ადასტურებს გაკვეთილის ბოლოს ჩვენი საუბარი იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გაკვეთილების ჩატარება სკოლაში. ჩატარებულმა  გაკვეთილმა  დამანახა, რომ: მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართული აქტივობებში, შექმნეს პლაკატები ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ და განივითარეს, საკუთარი ხელით, ჯგუფთან ერთად, გრაფიკული პლაკატის შექმნის უნარი; გაეზარდათ  საგნის მიმართ ინტერესი;   გამიჩნდა მოტივაცია ხშირად დავგეგმო და ჩავატარო მსგავსი ტიპის გაკვეთილები. გაკვეთილი დაგვეხმარება მე და ჩემ კოლეგებს  მომავალში გავითვალისწინოთ მიღებული გამოცდილება   და გავიუმჯობესოთ პედაგოგიური პრაქტიკა. ჩემი  თვითშეფასება და საკუთარი პროფესიული ციკლის რეფლექსია, უწყვეტ და ინტესიურ მიდგომას საჭიროებს, რომლის საბოლოო მიზანი მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაა.  სწორედ ამიტომაც ფიქრი ჩემ პროფესიულ განვითარებაზე  ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის ნაწილია, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეზე და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე სკოლაში.
5.     სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეებს განავითარებს/პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?
ამ გაკვეთილმა: რამდენიმე მოსწავლეს დააძლევინა დაბალი თვითშეფასება და გახადა მეტად თავდაჯერებული. მიღებული უნარ-ჩვევებით მოსწავლეები შეძლებენ გადაწვეტილების მიღებას და ჯგუფთან გაზიარებას. ასევე გაეზარდათ მოტივაცია, ისინი ხალისით იყვნენ ჩართული მრავალფეროვან აქტივობებში, მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება,   აუმაღლდათ თვითშეფასება. შექმნეს პლაკატები ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ, რითაც განივითარეს პრობლემის გადაჭრის  და შემოქმედებითი უნარები.
6.     რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორცილდა და რატომ?
გაკვეთილის ყველა აქტივობა დროში მქონდა გაწერილი, და განვახორცილე გეგმის მიხედვით, არ გამხდარა საჭირო მოდიფიცირება.
7.     რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მიმაჩნია რომ, გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო სიღრმისული წვდომის ფაზაზე, მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებად, ისინი იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები, თვითდაჯერებულები  და  მოტივირებულები, აღიჭურვენ პასუხისმგებლობის გრძნობით, რადგან თვითონ ქმნიდნენ საკუთარი ხელით პლაკატებს ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ და აკეთებდნენ პრეზენტაციას თავაიანთი ხელით შექმნილი რესურსებისას.
მთლიანობაში გაკვთილისათვის უმნიშვნელოვანესი იყო ის, რომ იგი სცილდებოდა სასწავლო პროგრამას და გათვლილი იყო  პრობლემის გამოვლენა გააზრებაზე და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაზე, ასევე ხელს უწყობდა გამჭოლი კომპეტენციის (სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის,) განვითარებას .  ჩემ მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა,  საწყისის იღებდა გაკვეთილის მიზნიდან, ესგ-დან, რომელიც გვაძლევს საშუალებას საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენოთ ალტერნატიული მეთოდები , კერძოდ :
v     ვიზუალიზაცია
v     გონებრივი იერიში
v     ინდუქცია
v     დედუქცია
v     ჯგუფური მუშაობა
v     პრეზენტაცია
v     კითხვა-პასუხი
v     თვითშეფასება
  ვფიქრობ, მრავალფეროვანი მეთოდების არსებობამ, ხელი შეუწყო მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ პრობლემა, ისინი  ხალისით იყვნენ ჩართული აქტივობებში,  რითაც გაეზარდათ მოტივაცია საგნის მიმართ, იგრძნობოდა  უკუკავშირი.
8.     რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
1.ჯგუფების დავალებები - ყველა  ჯგუფს ერთი დავალება ჰქონდა,  აკეთებდნენ პლაკატებს ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ( მიუხედავად იმისა რომ მოსწავლეთა მიერ პლაკატებისთვის მოფიქრებული სლოგანები იყო სხვა და სხვა, გამომდინარე აქედან, მათი შექმნილი პლაკატები იყო ძალიან საინტერესო), ვფიქრობ, შესაძლებელია მომავალში ყველა ჯგუფისთვის სხვა და სხვა პრობლემური სიტუაციის ამსახველი ტექსტის მიცემა და პლაკატებზე განსხვავებული გადაჭრის გზების ჩვენება, რაც გაკვეთილს უფრო მრავალფეროვანს და დინამიურს გახდის.
9.     რას გავითავლისწინებ მომავალში გაკვეთილის მომზადებისას?
მომავალში  მეტი ყურადღებით მივუდგები  ჯგუფებისთვის დავალებების შერჩევის საკითხს, ყველა ჯგუფს ინდივიდუალურ დავალებას მივცემ, რაც ხელს შეუწყობს გაკვეთილის მრავალფეროვანების გაზრდას.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი: რევაზ ცარციძე



თარიღი: 30/04/2018 წელი





No comments:

Post a Comment